2013-09-25

მომავალი წლისთვის ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება

კომპანია ”ჯეოოლაივი”  ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას მომავალი წლისთვის გეგმავს. როგორც  კომპანიაში აცხადებენ, ქარხანა საკმაოდ დიდი წარმადობის იქნება; კერძოდ,  დღე-ღამეში, დაახალოებით, 20 ტონის მიღებას შეძლებს და 400 ათას დოლარამდე დაჯდება. პირველ ეტაპზე ”ჯეოოლაივი” საკუთარი პლანტაციებიდან მიღებული ნედლეულით მომარაგდება. სრულ მსხმოიარობაში მომავალი წლისთვის 8 ჰექტარზე გაშენებული ბაღი შევა, რომლის კულტივაცია ოთხი წლის წინ დაიწყო.  კომპანია, ამ დროისთვის, კახეთში 55 ჰექტარ პლანტაციას ფლობს, რომლის ფართობსაც ყოველწლიურად ზრდის.