2017-09-19

კომპანია "ქართული ზეთისხილი" ქართული პროდუქციის პირველი დაგროვებითი ბარათის "მოითხოვე ქართულის" კამპანიის მონაწილეა

დაგროვებითი ბარათი "მოითხოვე ქართული" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ამავე სახელწოდების კამპანიის ნაწილია, რომელზეც ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ვირტუალურ ქულებს - „ქართულებს“ აგროვებს. კამპანია თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში გაიმართა. კომპანია  "ქართული ზეთისხილი" აღნიშნული კამპანიის მონაწილეა, რომელმაც კამპანიის კონკურსის ფარგლებში შშმ პირები დააჯილდოვა.