ქართული პროდუქციის გამოფენა, რომელიც ქ. კრინიცაში 27-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოეწყო, მონაწილეობას კომპანია "ქართული ზეთისხილიც" იღებდა.
ქართული წარმოების პროდუქცია და კატალოგი სახელწოდებით ,,MADE IN GEORGIA" საჩუქრად გადაეცა ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმოადგენლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 13 სახეობის ქართული პროდუქტი, მათ შორის "ქართული ზეთისხილის ზეთი".