2017-05-25

Carrefour-მა "ქართული ზეთისხილის ზეთი" ექსკლუზიურად წარადგინა

„ქართული ზეთისხილის ზეთი“ უკვე გაყიდვაშია და მისი შეძენა დღეიდან Carrefour-ის ქსელშია შესაძლებელი.

ზეთისხილის საწარმო სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მდებარეობს, რომელიც ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციით გაიხსნა და წარმოებული პროდუქცია უკვე საცალო ქსელშიც გაეშვა. მომავალში სხვა სუპერმარკეტებშიც შევა. ასევე, იგეგმება პროდუქტის ექსპორტიც.