2017-12-13

"სამების" ტაძრის ეზოში დაკრეფილი ზეთისხილი კომპანია "ქართული ზეთისხილის" საწარმოში გაიგზავნება

"სამების" ტაძრის ეზოში ზეთისხილის რთველი გაიმართა. იქ დაკრეფილი მოსავალი კომპანია"ქართული ზეთისხილის" საწარმოში გაიგზავნება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართული დიასპორის თანადგომით შექმნილი პირველი ქართული ზეთისხილის კომპანიის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა აწარმოოს უმაღლესი ხარისხის, 100 %-ით ნატურალური, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტი.