დაგროვებითი ბარათი "მოითხოვე ქართული" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ამავე სახელწოდების კამპანიის ნაწილია, რომელზეც ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ვირტუალურ ქულებს - „ქართულებს“ აგროვებს. კამპანია თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში გაიმართა. კომპანია "ქართული ზეთისხილი" აღნიშნული კამპანიის მონაწილეა, რომელმაც კამპანიის კონკურსის ფარგლებში შშმ პირები დააჯილდოვა.